ლონდონი 2012: მძლეოსნობა

AutoSharing Option
ყოველ კვირას, სამშაბათისა და პარასკევის ნომრებში შემოგთავაზებთ ახალ ამბებს ლონდონიდან, იქნება სახალისო ინფორმაციები, აგრეთვე რუბრიკის ყოველ გამოშვებაში სპორტის თითო სახეობას გავეცნობით: კალენდარს, რეკორდსმენებს მედლების მიხედვით, ქვეყნების მონაგარს და ა.შ.

ოლიმპიური ამბები
კარდიფში იწყება
ოლიმპიური თამაშები არა ლონდონში, არამედ უელსის დედაქალაქ კარდიფში დაიწყება. იქ 25 ივლისს, "მილენიუმის" სტადიონზე გაიმართება ქალთა საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩი. კარდიფში მსაჯის სასტარტო სასტვენის ხმა ერთი საათით ადრე გაისმება, ვიდრე გლაზგოსა და ქოვენთრიში.

სულ "მილენიუმი" 11 მატჩს უმასპინძლებს, მათ შორის ორ მეოთხედფინალს და მესამე ადგილისთვის მატჩს
მამაკაცთა ტურნირზე. სტადიონის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ კარდიფსა და მთელს უელსს უდიდესი ნდობა გამოუცხადეს.

ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, საფეხბურთო მატჩები მანჩესტერში, ნიუკასლსა და ლონდონში გაიმართება.

ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონია 27 ივლისს ლონდონში ჩატარდება. შოუს ოთხი მილიარდი ტელემაყურებელი მიადევნებს თვალს. პირველი ჩემპიონები მეორე დღეს გამოვლინდებიან - ქალებს შორის ძალოსნობაში, მამაკაცებს შორის პნევმატური პისტოლეტით და ქალებს შორის პნევმატური შაშხანით სროლასა და მამაკაცებს შორის საგზატკეცილო ველორბოლაში.

ოლიმპიური ზეიმი 12 აგვისტოს დასრულდება. ოლიმპიადაზე მედლების 302 კომპლექტი გათამაშდება.

ინტერნეტი მეტროშიც იქნება
ლონდონის მთავრობამ ქალაქის მეტროპოლიტენს უფლება მისცა უკაბელო ტექნოლოგიის - WiFi-ის დამონტაჟებაზე. ამ სერვისით ლონდონის მცხოვრებლები და სტუმრები უკვე 2012 წლის ივნისიდან ისარგებლებენ.

დაგეგმილია მეტროს 120 სადგურის აღჭურვა WiFi-ის ტექნოლოგიით. ქალაქის ხელმძღვანელობამ ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტში მობილური კავშირი არ არსებობს და გამოაცხადა კონკურსი ამ პრობლემის მოგვარებისთვის საუკეთესო პროექტზე. განაცხადება შეიტანეს: O2-მა, Vodafone-მა, Orange-მა და T-Mobile მ.

ქოთნები პრიზიორებს
გაზეთ The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორები დაჯილდოვების ცერემონიისას სპორტსმენებისთვის სიახლის შეთავაზებას აპირებენ - პოდიუმზე მედლების მფლობელ ათლეტებს ქოთნებში ჩარგულ ცოცხალ ყვავილებს გადასცემენ. სპორტსმენებისთვის ქოთნების კომპოზიციებს ბრიტანეთის მებაღეობის სამეფო საზოგადოება შექმნის.

"ყოველ ზაფხულს ბრიტანეთში ძალიან ლამაზი ყვავილები იზრდება. რადგან ადგილობრივი მცენარეები გაგვაჩნია, საჭირო აღარ არის ეგზოტიკური ყვავილების ექსპორტი", - განაცხადა ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა ტესა ჯოუელმა, რომელიც 2012 წლის თამაშების მზადების პროცესის ერთ-ერთი კურატორი გახლავთ.

ორგანიზატოროებმა ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გადაწყვიტეს, რა სახით მიაწოდონ ოლიმპიელებს ყვავილები ქოთნებში, მაგრამ ეს პრობლემა სულ მალე მოგვარებული იქნება.

ჰიმნებს ები როუდზე ჩაწერენ
ეროვნული ჰიმნების ჩაწერაზე, რომლებსაც 2012 წლის ოლიმპიადაზე დაჯილდოვების ცერემონიისას გააჟღერებენ, ლონდონის ფილარმონიის ეროვნული ორკესტრი იმუშავებს, უფრო ზუსტად, ორკესტრის 36 წევრი. ჰიმნებს ლეგენდარულ "ები როუდის" სტუდიაში ჩაწერენ.

აქ საკუთარ კომპოზიციებს წერდნენ ისეთი გრანდები, როგორებიც იყვნენ "ბითლზი" და "ფინქ ფლოიდი". ორკესტრს უხელმძღვანელებს ბრიტანელი დირიჟორი და კომპოზიტორი ფილიპ შეპარდი. ის ფილმების საუნდტრეკებზე მუშაობით არის ცნობილი, აგრეთვე დიდი ღონისძიებებისთვის მუსიკისა და არანჟირების ავტორია.

ჰიმნების ჩაწერაზე მუშაობა დაწყებულია და მალე დასრულდება.

მძლეოსნობა
არენა: ოლიმპიური სტადიონი
ჩატარების თარიღი: 3-12 აგვიტოს
მედლების კომპლექტი: 47
ათლეტების რაოდენობა: 2 000

კალენდარი
3 აგვისტო (2)
22:00-00:55 ბირთვი, ფინალი (კაცები)
22:00-00:55 10 000 მ, ფინალი (ქალები)
4 აგვისტო (6)
20:00-21:30 20 კმ სიარული (კაცები)
22:00-00:55 10 000 მ, ფინალი (კაცები)
22:00-00:55 სიგრძე, ფინალი (კაცები)
22:00-00:55 100 მ, ფინალი (ქალები)
22:00-00:55 ბადრო, ფინალი (ქალები)
22:00-00:55 შვიდჭიდი
5 აგვისტო (6)
14:00-17:00 მარათონი (ქალები)
21:50-00:55 100 მ, ფინალი (კაცები)
21:50-00:55 3000 მ სტიპლჩეზი, ფინალი (კაცები)
21:50-00:55 ურო, ფინალი (კაცები)
21:50-00:55 400 მ, ფინალი (ქალები)
21:50-00:55 სამხტომი, ფინალი (ქალები)
6 აგვისტო (5)
21:50-00:40 400 მ, ფინალი (კაცები)
21:50-00:40 400 მ/თარჯრბენი, ფინალი (კაცები)
21:50-00:40 3000 მ სტიპლჩეზი, ფინალი (ქალები)
21:50-00:40 ჭოკი, ფინალი (ქალები)
21:50-00:40 ბირთვი, ფინალი (ქალები)
7 აგვისტო (4)
21:50-00:20 1500 მ, ფინალი (კაცები)
21:50-00:20 სიმაღლე, ფინალი (კაცები)
21:50-00:20 ბადრო, ფინალი (კაცები)
21:50-00:20 100 მ/თარჯრბენი, ფინალი (ქალები)
8 აგვისტო (4)
21:00-00:55 110 მ/თარჯრბენი, ფინალი (კაცები)
21:00-00:55 200 მ, ფინალი (ქალები)
21:00-00:55 400 მ/თარჯრბენი, ფინალი (ქალები)
21:00-00:55 სიგრძე, ფინალი (ქალები)
9 აგვისტო (5)
21:30-01:10 200 მ, ფინალი (კაცები)
21:30-01:10 800 მ, ფინალი (კაცები)
21:30-01:10 სამხტომი, ფინალი (კაცები)
21:30-01:10 ათჭიდი
21:30-01:10 შუბი, ფინალი (ქალები)
10 აგვისტო (6)
22:00-00:40 ესტაფეტა 4x400 მ, ფინალი (კაცები)
22:00-00:40 ჭოკი, ფინალი (კაცები)
22:00-00:40 1500 მ, ფინალი (ქალები)
22:00-00:40 5000 მ, ფინალი (ქალები)
22:00-00:40 ესტაფეტა 4x100 მ, ფინალი (ქალები)
22:00-00:40 ურო, ფინალი (ქალები)
11 აგვისტო (8)
12:00-16:20 50 კმ სიარული (კაცები)
20:00-21:45 20 კმ სიარული (ქალები)
21:45-00:30 5000 მ, ფინალი (კაცები)
21:45-00:30 ესტაფეტა 4x100 მ, ფინალი (კაცები)
21:45-00:30 შუბი, ფინალი (კაცები)
21:45-00:30 800 მ, ფინალი (ქალები)
21:45-00:30 ესტაფეტა 4x400 მ, ფინალი (ქალები)
21:45-00:30 სიმაღლე, ფინალი (ქალები)
12 აგვისტო (1)
14:00-16:40 მარათონი (კაცები)

მძლეოსნობა ციფრებში
მონაწილე: 19 320 (14 097 კაცი, 5 223 ქალი) 224 ქვეყნიდან
ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე: სელესტინ ნ'დრინი (კოტ, დ'ივუარი, 13 წლის და 4 დღის) - 1976
ყველაზე ხანდაზმული მონაწილე: ჰაილე სატაინი (ისრაელი, 53 წლის და 136 დღის) - 2008
ყველაზე ტიტულოვანი: პაავო ნურმი (12 მედალი)
ყველაზე მეტი მედალი: აშშ (759 მედალი)

ქვეყნების მონაგარი
ო ვ ბ სულ
1. აშშ 322 242 195 759
2. სსრკ 64 55 74 193
3. ბრიტანეთი 52 83 62 197
4. ფინეთი 49 35 31 115
5. გდრ 38 36 35 109
6. კენია 22 27 19 68
7. პოლონეთი 22 17 13 52
8. შვედეთი 21 25 46 92
9. გერმანია 19 39 43 101
10. ავსტრალია 19 24 27 70
11. იტალია 19 15 25 59
12. რუსეთი 18 22 21 61
13. ეთიოპია 18 6 14 38
14. კანადა 14 15 25 54
15. იამაიკა 13 26 15 54
16, საფრანგეთი 13 22 25 60
17. გფრ 12 14 17 43
18. რუმინეთი 11 14 10 35
19. ჩეხოსლოვაკია 11 8 5 24
20. უნგრეთი 10 15 18 43
21. კუბა 10 13 14 37
22. ახ. ზედანდია 9 2 8 19
23. საბერძნეთი 7 14 14 35
24. გაერთიანებული გუნდი 7 11 3 21
25. იაპონია 7 7 8 22
26. ნორვეგია 7 5 8 20
27. ს. აფრიკა 6 11 6 23
28. მაროკო 6 5 7 18
29. ჰოლანდია 6 3 6 15
30. ბულგარეთი 5 7 6 18
31. ჩინეთი 5 3 7 15
32. ბელარუსი 4 6 9 19
33. ბრაზილია 4 3 7 14
34. პორტუგალია 4 2 4 10
35. ირლანდია 4 2 0 6
36. ჩეხეთი 4 1 3 8
37. ბელგია 3 7 2 12
38. მექსიკა 3 5 2 10
39. უკრაინა 3 2 10 15
40. ბაჰამის კ-ები 3 2 4 9
41. ალჟირი 3 1 2 6
42. ლიტვა 3 1 1 5
43. ესპანეთი 2 4 5 11
44. ნიგერია 2 3 8 13
45. არგენტინა 2 3 0 5
46. ესტონეთი 2 1 2 5
47. კამერუნი 2 0 0 2
48. ლუქსემბურგი 2 0 0 2
40. ტრინიდადი 1 4 5 10
44. ავსტრია 1 2 4 7
52. ტუნისი 1 2 1 4
55. სლოვენია 1 1 1 3
59. ეკვადორი 1 1 0 2
60. ს. კორეა 1 1 0 2
61. Mixed team 1 1 0 2
56. პანამა 1 0 2 3
62. ყაზახეთი 1 0 1 2
63. მოზამბიკი 1 0 1 2
64. უგანდა 1 0 1 2
74. დომინიკის რეს. 1 0 0 1
75. სირია 1 0 0 1
76. ბურუნდი 1 0 0 1
43. შვეიცარია 0 6 2 8
51. ლატვია 0 4 1 5
53. ნამიბია 0 4 0 4
47. დანია 0 2 4 6
54. თურქეთი 0 2 2 4
65. შრი ლანკა 0 2 0 2
66. ჩილე 0 2 0 2
67. ინდოეთი 0 2 0 2
68. ტანზანია 0 2 0 2
69. იუგოსლავია 0 2 0 2
70. ისლანდია 0 1 1 2
71. ტაივანი 0 1 1 2
77. ჰაიტი 0 1 0 1
78. ბოჰემია 0 1 0 1
79. ხორვატია 0 1 0 1
80. სუდანი 0 1 0 1
81. ს. არაბეთი 0 1 0 1
82. ზამბია 0 1 0 1
83. სენეგალი 0 1 0 1
84. კოტ დ'ივუარი 0 1 0 1
72. დასავლეთი ინდოეთი 0 0 2 2
73. ფილიპინები 0 0 2 2
85. კატარი 0 0 1 1
86. ჯიბუტი 0 0 1 1
87. ერითრეა 0 0 1 1
88. ვენესუელა 0 0 1 1
89. ბარბადოსი 0 0 1 1
90. ავსტრალასია 0 0 1 1
91. კოლუმბია 0 0 1 1

ყველაზე ტიტულოვანები
(მინიმუმ სამი ოქრო)
ო ვ ბ სულ
1. რეი იური (აშშ) 10 0 0 10
2. პაავო ნურმი (ფინ) 9 3 0 12
3. კარლ ლუისი (აშშ) 9 1 0 10
4. მარტინ შერიდანი (აშშ) 5 3 1 9
5. ვილე რიტოლა (ფინ) 5 3 0 8
6. ჯიმ ლაითბადი (აშშ) 4 2 0 6
7. ერიკ ლემინგი (შვედ) 4 0 2 6
8. ეველინ ეშფორდი (აშშ) 4 1 0 5
8. ემილ ხატოპეკი (ჩეხ) 4 1 0 5
8. მელ შეპარდი (აშშ) 4 1 0 5
8. მეიერ პრინშტეინი (აშშ) 4 1 0 5
8. ჰანეს კოლემაინენი (ფინ) 4 1 0 5
13. ირენა შევინსკა (პოლ) 3 2 2 7
14. რენატე შტეხერი (გდრ) 3 2 1 6
14. რალფ როუზი (აშშ) 3 2 1 6
16. ფლორენს გრიფიტ ჯოინერი (აშშ) 3 2 0 5
17. შირლი სტრიკლენდ დე ლა ჰანტი (ავსტრა) 3 1 3 7
18. ჯეკი ჯოინერი (აშშ) 3 1 2 6
19. გვენ ტორენსი (აშშ) 3 1 1 5
19. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამ) 3 1 1 5
19. მელ უაიტფილდი (აშშ) 3 1 1 5
22. ჯერემი უორინერი (აშშ) 3 1 0 4
22. კენენისა ბეკელე (ეთი) 3 1 0 4
22. ვალერი ბრისკო (აშშ) 3 1 0 4
22. ოლგა ბრიზგინა (უკრ) 3 1 0 4
22. ჯონ ფლენეგანი (აშშ) 3 1 0 4
22. ჰარი ჰილმანი (აშშ) 3 1 0 4
22. სტივ ლუისი (აშშ) 3 1 0 4
22. ჯეიმს ლაითბადი (აშშ) 3 1 0 4
22. ტამარა პრესი (სსრკ) 3 1 0 4
22. მიერ პრინშტეინი (აშშ) 3 1 0 4
22. ვიქტორ სანეევი (სსრკ) 3 1 0 4
22. ვიომია ტიუსი (აშშ) 3 1 0 4
22. იან ჟელეზნი (ჩეხ) 3 1 0 4
35. უგო ფრიჯერო (იტა) 3 0 1 4
35. ვილმა რუდოლფი (აშშ) 3 0 1 4
35. მარტინ შერიდანი (აშშ) 3 0 1 4
38. უსაინ ბოლტი (იამ) 3 0 0 3
38. გლენ დევისი (აშშ) 3 0 0 3
38. გეილ დივერსი (აშშ) 3 0 0 3
38. არჩი ჰანი (აშშ) 3 0 0 3
38. ბად ჰაუსერი (აშშ) 3 0 0 3
38. ტატიანა კაზანკინა (სსრკ) 3 0 0 3
38. ბობი მოროუ (აშშ) 3 0 0 3
38. მარი-ჟოზი პერეკი (საფ) 3 0 0 3
38. პეტერ სნელი (ზელ) 3 0 0 3
38. ანჯელო ტეილორი (აშშ) 3 0 0 3
38. ფრენკ ვიკოფი (აშშ) 3 0 0 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული