ვლადიმერ პუტინი ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალში 100 ათას ევროს იხდის

AutoSharing Option
რუსი სპორტსმენები 2012 წლის ლონდონის XXX ოლმპიურ და XIV პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოგების შემთხვევაში 4 მლნ რუბლს მიიღებენ.

ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების შემთხვევაში ფულადი ჯილდოები, შესაბამისად, 2,5 მლნ რუბლითა და 1,7 მლნ რუბლით განისაზღვრა.

ამის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ რუსმა სპორტსმენებმა სახელმწიფოსგან 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვისაც ამავე ოდენობის თანხა მიიღეს, რასაც კიდევ სხვა საჩუქრებიც დაერთო.

რუსეთის ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ასეთი მაღალი ფინანსური მოტივაცია სპორტსმენებისთვის არცერთ სხვა ქვეყანაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული