ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების შემთხვევაში ფულადი ჯილდოები, შესაბამისად, 2,5 მლნ რუბლითა და 1,7 მლნ რუბლით განისაზღვრა.
ამის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ რუსმა სპორტსმენებმა სახელმწიფოსგან 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვისაც ამავე ოდენობის თანხა მიიღეს, რასაც კიდევ სხვა საჩუქრებიც დაერთო.
რუსეთის ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ასეთი მაღალი ფინანსური მოტივაცია სპორტსმენებისთვის არცერთ სხვა ქვეყანაშია.