ოლიმპიადის მონაწილეებს დაოჯახებას უკრძალავენ

AutoSharing Option
დიდი  ბრიტანეთის ხელისუფლება არცთუ ძალიან სტუმართმოყვარე მასპინძელი გამოდგა - თითქმის 20 ათას ექვსთვიან ვიზაში იქნება პუნქტი, რომელიც უცხოელ ათლეტებს და მათ მწვრთნელებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე თავიანთი სოციალური მდგომარეობის შეცვლის ნებას არ მისცემს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში შიშობენ, რომ ბრიტანეთში დაოჯახებულებმა შემდეგ შესაძლოა იქ ცხოვრება მოითხოვონ. სპორტსმენებს სამეფოში სასწავლო ვიზის მიღებაზეც უარს ეტყვიან.

სამინისტროს მტკიცებით, ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რათა დიდ ბრიტანეთში არალეგალური ემიგრანტების და ტერორისტების შესვლა არ დაუშვან.

შარშან, თანამეგობრობის ახალგაზრდულ თამაშებზე, რომელიც მანჩესტერში გაიმართა, ორი 16 წლის კამერუნელი
სპორტსმენი აეროპორტიდან გაიპარა; 2002 წლის თანამეგობრობის თამაშებზე, რომელიც მანჩესტერში გაიმართა, სიერა-ლეონეს 30-კაციანი დელეგაცია გაუჩინარდა.

დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა ოლიმპიადის მონაწილე 204 ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს აცნობა, რა აკრძალვები დაუწესდებათ მათ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ოლიმპიადის დროს. თამაშებში მონაწილეობას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც დაამტკიცებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაშვებულ 6 თვეზე მეტს არ დარჩებიან და სპორტის გარდა, სხვა არაფრით დაკავდებიან.

ოლიმპიადის მონაწილეებს იმის დადასტურებასაც მოსთხოვენ, რომ მათ უკან დასაბრუნებელი თანხა ნამდვილად აქვთ.

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული