ახლა ინგლისელები იბრძვიან არა მხოლოდ მოქალაქეობის მიღების მსურველების, არამედ მეძავების წინააღმდეგაც.
თამაშების დროს ინგლისში აკრძალული იქნება პროსტიტუცია. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, მეძავებს მოაშორებენ ლონდონის ყველა ცენტრალურ ქუჩას - მათ უახლოეს რაიონებში "გადამალავენ" - იქ, სადაც ვერ შეაღწევს ოლიმპიური ცეცხლის სხივები.
"ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, მეძავების აქტიურობა გაიზარდა", - აღიარა ლონდონის ასამბლეის წევრმა ენდრიუ ბოფმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"