საუდის არაბეთის პრინცი ქალ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე არ უშვებს

AutoSharing Option
საუდის არაბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, პრინცმა ნავაფ ფეისალმა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ქვეყნის ქალთა გუნდის მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა.

მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მხოლოდ მამაკაცი სპორტსმენები გაემგზავრებიან.

"ქალების მონაწილეობას ოლიმპიურ ან საერთაშორისო შეჯიბრებებში არ დავუშვებთ", - განაცხადა პრინცმა ნავაფმა.

ადრე მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის ქალ სპორტსმენთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას "მწვანე შუქი" მემკვიდრე პრინცმა ნაიფ იბნ აბდელ აზიზმა მისცა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამეფოს დროშას პირველად ქალი წარადგენდა.

2012 წლამდე ოლიმპიურ თამაშებში სამი ქვეყნის ქალები არ
ყოფილან წარმოდგენილნი - საუდის არაბეთის, ბრუნეის და ყატარის. ყატარის ოლიმპიურმა კომიტეტმა თებერვალში განაცხადა, რომ ლონდონში ორ სპორტსმენს, მოცურავე ნად არკაჯის და მოკლე დისტანციაზე მორბენალ ნურ ალ-მაკლის გაგზავნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული