ამერიკას ლეგენდა უბრუნდება

AutoSharing Option
სიდნეის ოლიმპიური ჩემპიონი (2000 წელი) და ათენის თამაშების (2004) ბრინჯაოს პრიზიორი, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ამერიკელი რულონ გარდნერი დიდ სპორტში ბრუნდება.

40 წლის გარდნერმა იმით გაითქვა სახელი, რომ ლეგენდარულ რუს მოჭიდავეს ალექსანდრ კარელინს კარიერაში ერთადერთი მარცხი აგემა. ეს მოხდა სიდნეის ოლიმპიადის ფინალში.

ახლა, ამერიკელმა აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირში გამოსვლა გადაწყვიტა. ტურნირის გამარჯვებულები გაინაღდებენ ლონდონის ოლიმპიადის საგზურს.

ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის ინფორმაციით, გარდნერის გარდა ოლიმპიადაზე მოხვედრას ეცდებიან სხვადასხვა წელს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონები - კაელ სანდერსონი, ჰენრი სეჰუდო და 42
წლის კურტ ენგლი, რომელმაც კარიერა 1996 წლის თამაშების მოგების შემდეგ დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში გამარჯვებისთვის ამერიკელ მოჭიდავეებს 250 ათას დოლარს პირდებიან.

რაც შეეხება გარდნერს, მან დიდი სპორტი ათენის ოლიმპიადის შემდეგ დატოვა. 2010 წლის ბოლოსთვის ის 215 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ გამოჩნდა რეალითი-შოუში - The Biggest Loser, სადაც მონაწილეები ზედმეტ წონას ებრძვიან. გარდნერმა პროექტი ვერ მოიგო, მაგრამ 70 კლოგრამზე მეტი დაიკლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული