დარემმა უფრო იმით გაითქვა სახელი, რომ აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო.
უოკერი ამერიკელ მძლეოსნებს 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდა. ის სხვადასხვა წლებში სათავეში ედგა ისრაელის, ეთიოპიის, იამაიკის, ტრინიდადისა და კენიის ნაკრებებს. ხოლო აშშ-ის ეროვნული ოლიმპური კომიტეტის პრეზიდენტად უოკერმა 1992-96 წლებში იმუშავა.
"მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა მთელი მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში. ჩვენ ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ მას საკუთარ პრეზიდენტად
უოკერი აშშ-ის მძლეოსნობისა და ოლიმპიური დიდების დარბაზების წევრი იყო.
* * *
მარათონში მსოფლიოს რეკორდსმენი პატრიკ მაკაუ ვერ მოხვდა კენიის მძლეოსანთა ნაკრებში, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე გამოვა. 27 წლის სპორტსმენმა, რომელმაც 2011 წლის სექტემბერში 42 კილომეტრი ორ საათში, სამ წუთსა და 38 წამში გაირბინა, გასულ უქმეებზე ვერ შეძლო ლონდონის მარათონის დასრულება.
ასე რომ, წლევანდელ ოლიმპიადაზე მარათონულ გარბენში კენიის ღირსებას დაიცავენ უილსონ კიპლაგატი, ადელ კირუი და მოსეს მოსოპი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"