ძიუდოისტები ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრნენ

AutoSharing Option
3 მაისს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, რომლის წევრებმაც ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირად, ისე გუნდურ შეჯიბრებაში შესანიშნავად იასპარეზეს.

"ბიჭებმა ოლიმპიადის ლიცენზიები უპრობლემოდ მოიპოვეს. თითოეულ მათგანს აქვს იმის პოტენციალი, რომ ლონდონში მედლებისთვის იბრძოლოს. თამაშებამდე ჯერ კიდევ დრო არის და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ძიუდოისტები შეჯიბრებას სპორტული ფორმის პიკში შეხვდნენ", - თქვა სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე, გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე და ნაკრების მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი. ძიუდოისტებმა სალიცენზიო დაფაზე საკუთარი
ხელმოწერები დააფიქსირეს. 3 მაისს, ღამით კი, ალჟირში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული