საქმე შემდეგში მდგომარეობს: გასულ უქმეებზე ლონდონში ოფიციალურად გაიხსნა ოლიმპიური სტადიონი. ცერემონიამ, რომელსაც 40 ათასი ადამიანი დაესწრო, შემდეგი ლოზუნგით ჩაიარა: "2012 საათი ოლიმპიადამდე".
ცერემონიის დასაწყისში ცაში აუშვეს საჰაერო ბურთები - მათ გასაშვებად სპეციალურ ღილაკს თითი დააჭირა ცხრა წლის გოგონამ. პროგრამაში აგრეთვე ჩართეს ლაზერული შოუ...
როგორც BBC News იუწყება, ცერემონიისას უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო
მაგრამ არც ისე მარტივად ყოფილა საქმე. ჟურნალისტებმა ოლიმპიური სტადიონის გახსნამდე ერთი დღით ადრე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი შეიტანეს. როგორც The Sun წერს, რედაქციაში დარეკა უცნობმა, რომელმაც მოყვა იმის შესახებ, რომ დღის საათებში და საღამოს პარკის მოსამსახურეებს არ ამოწმებენ და იქაურ ტერიტორიაზე რაიმე აკრძალული ნივთის შეტანა პრობლემას არ წარმოადგენს.
ამის შემდეგ რეპორტიორებმა შექმნეს ბომბის მულიაჟი და ის ოლიმპიური ობიექტის ტერიტორიაზე შეიტანეს, თან იმ შენობის ფონზე, რომელშიც სპორტსმენები იცხოვრებენ. "ასაფეთქებელ მოწყობილობასთან" ფოტოებიც გადაიღეს.
მოგვიანებით ეს ფოტოები თამაშების ორგანიზატორებს გადაეცათ. უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიურ პარკში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა ბრიტანეთის მთავრობას ერთი მილიარდი ფუნტი დაუჯდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"