უარი შეყვარებულზე... ოლიმპიადის გამო

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი ლონდონის ოლიმპიადაზე ძალიან მაღალ შედეგებს შემოგვთავაზებს.

ამაზე მეტყველებს იამაიკელი სპრინტერის ბოლო საქციელი - წლევანდელი მთავარი სტარტისთვის მაქსიმალური კონცენტრირების გამო ბოლტი თავის შეყვარებულს, სლოვაკ მოდელ ლიუბიცას დაშორდა. მათი რომანი ექვსი თვე გრძელდებოდა.

თავდაპირველად, წყვილის დაშორების შესახებ ერთ-ერთმა იამაიკურმა ვებგვერდმა დაწერა, გუშინ კი ბოლტის აგენტმა დაადასტურა, რომ მორბენალი ამჟამად მარტოა. ხოლო უსაინის ერთ-ერთმა ინკოგნიტო მეგობარმა განაცხადა, რომ ეს იყო ორი ზრდასრული ადამიანის გადაწყვეტილება.

ეს ამბავი ყველაზე მეტად იამაიკელ ლამაზმანებს გაუხარდებოდათ. ამ ექვსი
თვის განმავლობაში ისინი სოციალური ქსელების მეშვეობით აკრიტიკებდნენ ლეგენდას იმის გამო, რომ მან თეთრი ქალი აირჩია.

ლიუბიცა თავის დროზე მის სლოვაკეთი გახდა, რის შემდეგაც მამასთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ტორონტოში ის მოდის
დიზაინს სწავლობდა. იამაიკა კი პირველად 2000 წელს ნახა და ისე მოეწონა, რომ იქ გადავიდა საცხოვრებლად. ბოლტი მან საერთო მეგობრის, რეგის მომღერლის ტამი ჩინის მეშვეობით გაიცნო.

ლიუბიცამ სპრინტერთან მორიგი შეხვედრის დროს ინტერვიუ ჩამოართვა სლოვაკური პრესისთვის და სწორედ აქედან დაიწყო მათი რეგურალური შეხვედრები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული