ფრანგების მედროშე მოფარიკავე ლორა ფლესელ-კოლოვიცია

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონის ოლიმპიადაზე ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მედროშედ ფარიკაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლორა ფლესელ-კოლოვიცი დაასახელა.

წარმოშობით გვადელუპელი ფლესელი დღეს საფრანგეთის ოლიმპიურ ნაკრებში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. 1996 წელს ატლანტას თამაშებზე მან დაშნით ასპარეზობაში ინდივიდუალური და გუნდური პირველობები მოიგო, 2000 წელს სიდნეიში ამავე დისციპლინებში ორი ბრინჯაო აიღო, 2004 წელს ათენში კი ვერცხლი - ინდივიდუალურ პირველობაში. გარდა ამისა, ფლესელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

40 წლის მოფარიკავე ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ გამოეთხოვება დიდ სპორტს.

გახსნის ცერემონიაზე საფრანგეთის ნაკრების მედროშე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. მოფარიკავემ ხმების
რაოდენობით გაუსწრო კალათბურთელ ტონი პარკერსა და მოცურავე ალენ ბერნარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული