რუსებს ოლიმპიადაზე სმა აუკრძალეს

AutoSharing Option
ზაფხულის მომავალი ოლიმპიადა უალკოჰოლო უნდა გახდეს რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის.

ასეთი ბრძანება მიიღო რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის მთავრობისგან.

ხელისუფლებას კარგად ახსოვს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების სავალალო გამოსვლა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, როცა ამ ქვეყნის სპორტსმენებმა დაგეგმილი 30-40 მედლის ნაცვლად 15 მედალი მოიგეს.

ამასთან, რუსულმა ნადიმებმა თავისი მასშტაბურობით გააოცა მთელი ვანკუვერი. მაგალითად, რუსული სანავთობო კომპანიის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ საღამოზე მუშაობდა ორი ბუტაფორიული ბენზინგასამართი სადგური, საიდანაც არაყი და ვისკი ისხმებოდა.

* * *

ბრიტანეთში მესამე დღეა, რაც ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა მიმდინარეობს,
თუმცა უკვე არაერთ კურიოზს ჰქონდა ადგილი. ქალაქ გრეიტ-ტორინგტონში, მარშრუტის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ცეცხლი ჩაქრა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ჩირაღდანი მიმაგრებული იყო პარალიმპელი სპორტსმენის, დევიდ ფოლეტის ინვალიდის სავარძელზე.

საბოლოოდ თამაშების სიმბოლო სწრაფად შეცვალეს სარეზერვოთი, რომელიც სპეციალურად მიჰქონდათ ოლიმპიური კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილით. ესტაფეტა კი გაგრძელდა.

"ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, - თავს იმართლებს ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახური. - ცეცხლი ბევრი მიზეზით შეიძლება ჩაქრეს, მაგალითად, ძლიერი ქარის გამო".

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ბრიტანეთში 19 მაისს დაიწყო. 70 დღის განმავლობაში ესტაფეტის 8000 მონაწილე დაახლოებით 13 ათას კილომეტრს დაფარავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაქვრა კი არა, ჩაქრა... :)))
უშანგი
14:58 23-05-2012
0

სიახლეები პოპულარული