არეული მარშრუტი და დიდიე დროგბა

AutoSharing Option
დღე ისე არ გავა, რომ ლონდონის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაზე კურიოზი არ მოხდეს. 23 მაისს ვწერდით იმის შესახებ, რომ მეოთხე დღეს ერთ-ერთ მონაკვეთზე ცეცხლი ჩაქრა.

გუშინდელი დღე კი იმით დაიწყო, რომ ესტაფეტა 10 წუთით შეწყდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქალაქ ბრისტოლში ესტაფეტის მორიგ მონაწილეს, ცნობილ მშვილდოსანს რებეკა პენტენეის მარშრუტი აერია და სხვაგან შეუხვია.

თუმცა გუშინდელი პროგრამის მთავარი ნაწილი მაინც შედგა - როცა პენტენეიმ კლიფორდის ხიდზე შედგა ფეხი, მაყურებელი გრანდიოზული ფეიერვერკის მოწმე გახდა. ხიდის შუაში მშვილდოსანმა ესტაფეტა შემდეგ მონაწილეს გადასცა.

დღის
მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. ესტაფეტის რიგით 84-ე მონაწილე გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირი, "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა.

კოტდივუარელს ქალაქ სუინდონის ქუჩების გავლა მოუწია. მაყურებელმა წინასწარ იცოდა ამის შესახებ და დროგბას "ჩელსის" მაისურებში გამოწყობილი ასობით ადამიანი შეეგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული