ჩირაღდანი ჩელტენემშია

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მეექვსე დღეს ოლიმპიურმა ცეცხლმა ჩელტენემის სახელგანთქმულ იპოდრომს მიაღწია.

30 ათასი მაყურებლის წინაშე ჩირაღდანი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II-ის შვილიშვილმა ზარა ფილიპსმა ჩაიბარა. 31 წლის ყოფილმა ცხენოსანმა იპოდრომს ერთი წრე დაარტყმა და ჩირაღდანი ესტაფეტის შემდეგ მონაწილეს გადასცა.

ფილიპსი თავის საყვარელ ცხენზე, თოითაუნზე იჯდა. ინგლისის სარაგბო ნაკრების ყოფილი წევრის მაიკ თინდალის მეუღლემ შარშან ტრავმა მიიღო და მას შემდეგ თოითაუნზე არ მჯდარა, მაგრამ ოლიმპიური ესტაფეტის ხათრით ახალგაზრდობა გაიხსენა.

გუშინდელი დღის ყველაზე ემოციური მომენტი იყო ესტაფეტაში 16 წლის ბენ ფოქსის მონაწილეობა. ეს
ბიჭი პარალიმპიელი კალათბურთელია და 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლის იმედი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული