ლონდონი 2012: მამაკაცები ყვავილებით

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ უცნაურ სიახლეს შემოგვთავაზებენ - ოლიმპიადის პრიზიორების დასაჯილდოვებლად პოდიუმთან მედლებსა და ყვავილებს მხოლოდ მამაკაცები მიიტანენ.

ქალებს კი სხვა როლი დაეკისრებათ - ისინი პოდიუმისკენ წარუძღვებიან სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს.

ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიებზე დაახლოებით 100 ქალი და 200 მამაკაცი იმუშავებენ. ისინი იასამნისფერ ტანისამოსში იქნებიან გამოწყობილები.

სულ თამაშების პრიზიორებისთვის მომზადებულია ბრიტანეთში მოყვანილი ყვავილების 4400 თაიგული.

* * *
5 ივნისს ვწერდით, რომ ამ დღეებში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარეობს და როგორც მოსალოდნელი იყო, ჩრდილოირლანდიელმა სეპარატისტებმა ორგანიზატორებს პრობლემები შეუქმნეს.

ესტაფეტის
ჩაშლის მიზნით დემონსტრაცია სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქში - ლონდონდერიში გაიმართა.

როგორც პოლიცია იტყობინება, დემონსტრაციამ "მცირე დისკომფორტი" შეუქმნა ორგანიზატორებს და ოლიმპიური ესტაფეტა ალტერნატიული მარშრუტით გაგრძელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული