ოლიმპიადა სოფლის სცენებით გაიხსნება - 30 ცხვარი, 3 ძროხა, 10 ქათამი...

AutoSharing Option
ცნობილი გახდა ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რამდენიმე საინტერესო დეტალი.

ცერემონიის პირველი სცენის დროს, ოლიმპიური სტადიონი ერთ დიდ ბრიტანულ სოფლად გარდაიქმნება. 10 ათასი მოხალისე სოფლის სურათის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას - მინდვრები, მდინარეები, ცხოველების სადგომები...

ამ ფონზე მოეწყობა პიკნიკები, ითამაშებენ სპორტის სხვადასხვა სახეობას, ფერმერები კი მიწის დამუშავებით იქნებიან დაკავებული...

სცენაში ჩართული იქნებიან ნამდვილი შინაური ცხოველები - 30 ცხვარი, 12 ცხენი, სამი ძროხა, ორი თხა, ათი ქათამი, ამდენივე იხვი და ბატი და სამი ძაღლი. აგრეთვე ცერემონიაზე გამოიყენებენ ევროპაში ყველაზე დიდ ზარს, რომლის წონა
27 ტონაა. მისი ხმა მოასწავებს სპექტაკლის დაწყებას 900 ბავშვის მონაწილეობით.

გახსნის ცერემონიის დადგმა 27 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ვარაუდობენ, რომ მას თვალს მიადევნებს დაახლოებით მილიარდი ადამიანი. ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი რეჟისორი დენი ბოილი.

ოლიმპიადა 27 ივლისს გაიხსნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული