ასე გამოეხმაურა კომიტეტი გაზეთ "სანდი თაიმსის" ჟურნალისტურ გამოძიებას. მათ ახლო აღმოსავლეთიდან ბილეთების გადამყიდველებად გაასაღეს თავი და კონტაქტზე გავიდნენ სოკ-ის წევრებზე.
როგორც "სანდი თაიმსის" პუბლიკაციიდან ჩანს, ჟურნალისტები მოელაპარაკნენ ბილეთების შეძენაზე 54 ქვეყნის სპორტულ ჩინოვნიკებს. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ფუნქციონერების მიერ დასახელებული ფასი ბილეთებზე ნომინალურ ღირებულებას ათჯერ აღემატებოდა.
ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ შეტყობინებაში წერია, რომ ორგანიზაცია მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს "ძალიან სერიოზულად" ეკიდება და "სანდი თაიმსის"
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების გავლით თამაშების ორგანიზატორები მილიონობით ბილეთს ასაღებენ. ამასთან, რეალიზაცია მკაცრი წესებით ხდება, კერძოდ, ბილეთები ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც არის განკუთვნილი და მისი ფასი ნომინალურ ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს.
2012 წლის მაისში ანალოგიური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ვლადიმერ გერაშჩენკო. ჩინოვნიკი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტებმა ასზე მეტი ბილეთის რამდენიმე ათას ფუნტად გასაღებაში ამხილეს, იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"