დედოფლის შვილიშვილი ოლიმპიადაზე მიდის

AutoSharing Option
ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის შვილიშვილმა ზარა ფილიპსმა შეძლო ბრიტანეთის ცხენოსანთა ნაკრებში მოხვედრა და ის მონაწილეობას მიიღებს ლონდონის ოლიმპიადაზე.

სამეფო ოჯახის წევრი მრავალჭიდში სცდის ძალებს და იმედი აქვს, რომ საშინაო კედლებში უმაღლესი სინჯის მედალს მიიღებს.

პრინცესა ანას 31 წლის ქალიშვილი, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შესარჩევ ტურნირში პირველ სამეულში მოხვდა და იმ ხუთ სპორტსმენს შორის შევიდა, რომლებმაც ლონდონის თამაშებზე გამოსვლა გაინაღდეს.

ზარას ათენისა და პეკინის ოლიმპიადის გამოტოვება თავისი ცხენის - "თოითაუნის" ტრავმის გამო მოუწია.

ლონდონში მას
ახალი ცხენი ეყოლება, რომელსაც "ჰაი კინდემი" ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ ზარას მამამ - მარკ ფილიპსმა მიუნხენში 1972 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ სამჭიდში მოიპოვა ოქროს მედალი. 1976 წელს მონრეალის თამაშებზე გამოდიოდა ზარას დედა - პრინცესა ანა, თუმცა ის პრიზიორებს შორის ვერ მოხვდა.

ლონდონი 2012 ფეისბუქზე
სოციალურმა ქსელმა Facebook-მა სპეციალური გვერდი შექმნა, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება.

ამის შესახებ იტყობინებიან პრეს-რელიზში, რომელიც სოციალურმა ქსელმა 19 ივნისს გამოაქვეყნა.

"ოლიმპიურ" გვერდზე შეკრებილია პოპულარული სპორტსმენების, მონაწილე ქვეყნების ნაკრებებისა და სპორტის სახეობების "აქაუნტები". მოგვიანებით იქვე გაჩნდება გაზეთებისა და სპონსორების ვებგვერდების მისამართები.

მომხმარებლებს შეუძლიათ "დაალაიქონ" მათთვის საინტერესო პროფილები, რათა საკუთარი ახალი ამბების გვერდზე სიახლეებს გაეცნონ. "ოლიმპიური" გვერდი 22 ენაზეა თარგმნილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული