არაბეთმა უკან დაიხია

AutoSharing Option
საუდის არაბეთმა პირველად მისცა თავის ქალ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება.

შესაბამისი განცხადება გააკეთა ბრიტანეთში საუდის არაბეთის საელჩომ. ადრე ისმოდა მოწოდებები იმის შესახებ, რომ არ დაეშვათ საუდის არაბეთი ლონდონის თამაშებზე სუსტი სქესის დისკრიმინაციის გამო.

ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ჯერჯერობით ცნობილია ერთი ქალი სპორტსმენის შესახებ, რომელიც ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდება. ეს არის დალმა რუშდი მალჰასი, რომელიც კონკურსში გამოდის და 2010 წელს იუნიორთა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მიიღო.

კომიტეტის წევრებმა არ გამორიცხეს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირებში სხვა ქალი სპორსტმენების გამოსვლა. ამასთან, ისინი ვალდებულნი იქნებიან,
იასპარეზონ ტანსაცმლით, რომელიც "მათ ღირსებას შეუნარჩუნებს" - თავისუფალი კოსტიუმებით, რომელიც არ ეტმასნება სხეულს, აგრეთვე, "სპორტული ჰიჯაბით", რომელიც ფარავს თმას, მაგრამ სახეს ღიას ტოვებს.

საუდის არაბეთის კონსერვატულად განწყობილი ისლამისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქალების მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში.

ოლიმპიურ ნაკრებში მათ შეყვანას წინ უძღოდა საიდუმლო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მეფე, პრინცი, საგარეო საქმეთა მინისტრი, აგრეთვე, წამყვანი რელიგიური მოღვაწეები.

2011 წლის სექტემბერში საუდის არაბეთის მეფემ აბდულამ ქალებს 2015 წელს გასამართ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო; აგრეთვე, მათ საკონსულტაციო საბჭოში შეყვანას დაპირდა.

საუდის არაბეთის მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, ქალი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება მეფის მიერ გატარებული რეფორმების ლოგიკური გაგრძელებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული