ვარდების მოედანზე "თბილისი 2015-ის" ახალი ლოგოს პრეზენტაცია და ოლიმპიური მარათონი გაიმართა

AutoSharing Option
23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური კვირეული დაიწყო, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს "თბილისი 2015"-ს ახალი ლოგო და სლოგანი აქვს. ახალი ლოგო/სლოგანის პრეზენტაცია ვარდების რევოლუციის მოედანზე გაიმართა.

მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა - გიგი უგულავამ. შეხვედრაზე მოხდა ფესტივალის საპატიო ელჩების წარდგენა - ოლიმპიური ჩემპიონები წარადგინეს და სიგელები გადასცეს "თბილისი 2015"-ის დირექტორმა - არჩილ გეგენავამ, საქართველოს ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - გია ნაცვლიშვილმა.

"თბილისი 2015"-ის ჰიმნი შეასრულა დუეტმა "ჯორჯიამ". ბრენდბუქის და საპატიო ელჩების წარდგენის შემდეგ, ოლიმპიურ
დღესთან დაკავშირებით, მოეწყო მარათონი ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. 

თბილისი 2015-ის საპატიო ელჩები იქნებიან - დავით გობეჯიშვილი, გიორგი ასანიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი, რობერტ შავლაყაძე, რომან რურუა, ვაჟა კაჭარავა, მზია ჯუღელი, მანუჩარ კვირკველია, ქეთევან ლოსაბერიძე, კახი კახიაშვილი.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული