როგორც ბრიტანული პრესა წერს, კომპოზიცია, სახელწოდებით - Survival - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის თამაშების მთავარ თემად აირჩია. სიმღერის პრემიერა გუშინ შედგა.
საორგანიზაციო კომიტეტის ჩანაფიქრით, Survival გაიჟღერებს სტარტზე სპორტსმენების გამოსვლისა და მედლების გადაცემის დროს.
გარდა ამისა, Muse-ის ახალი ნამუშევრის მოსმენა შესაძლებელი იქნება იმ სატელევიზიო და რადიოპროგრამების დროს, რომლებიც ოლიმპიურ მოვლენებს მიეძღვნება.
ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ კომპოზიცია Survival სწორედ ოლიმპიადაზე ფიქრით იქმნებოდა. სიმღერა ეძღვნება გამარჯვებისკენ სწრაფვას. როგორც
Muse-ის ახალი სტუდიური ალბომი 2012 წლის სექტემბერში გამოვა. ეს მეექვსე ალბომი იქნება ჯგუფის დისკოგრაფიაში. წინა ალბომი - The Resistance 2009 წელს გამოვიდა და პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში.
ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე სხვებთან ერთად სერ პოლ მაკარტნიც იმღერებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"