ლონდონი 2012: ნოსტალგია

AutoSharing Option
ბრიტანეთში გრძელდება ლონდონის ოლიმპიური თამაშის ჩირაღდნის ესტაფეტა. ოლიმპიურმა ცეცხლმა ქალაქ ნოტინგემამდე მიაღწია და იქ მაყურებელმა ფანტასტიკური სანახაობა იხილა.

ამჯერად, ესტაფეტა ცოტა ხნით ყინულზე გაგრძელდა. ნოტინგემის ყინულის ეროვნულ ცენტრში ჩირაღდანი ლეგენდარულმა მოციგურავეებმა, ბრიტანელმა ჯეინ ტორვილმა და კრისტოფერ დინმა ჩაიბარეს და მისი თანხლებით შესანიშნავი წარმოადგენა შესთავაზეს 6-ათასიან პუბლიკას.

53 წლის დინი და 54 წლის ტორვილი, რომლებმაც აქტიური კარიერის დროს ორჯერ მოიგეს ოლიმპიური თამაშები, ახლაც შესანიშნავ ფორმაში არიან.

მათი ბოლო გამოსვლა 1984 წელს, სარაევოს ოლიმპიადის დროს ვნახეთ და 28 წლის შემდეგ, თითქოს არაფერი
შეცვლილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული