ლონდონი 2012-ის გახსნის ცერემონიალს პოლ მაკარტნი დაასრულებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ "ბითლზის" ყოფილი წევრი სერ პოლ მაკარტნი ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღერებს. მაკარტნი შეასრულებს "ბითლზის" სახელგანთქმულ კომპოზიციას - HEY JUDE.

პოლ მაკარტნი დიდი ხანი მალავდა თავისი გამოსვლის დეტალებს, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ ექს-ბითლზის სიმღერა დაასრულებს გახსნის ცერემონიას.

* * *
ავსტრალიის ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდა 53 წლის ენდრიუ ჰოი. როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, ლონდონის თამაშები ამ სპორტსმენისთვის მეშვიდე იქნება კარიერაში. ენდრიუ ცხენოსნობაში გამოდის.

34 წლის განმავლობაში ჰოი მონაწილეობდა ლოს ანჯელესის (1984), სეულის (1988), ბარსელონას (1992), ატლანტას
(1996), სიდნეისა (2000) და ათენის (2004) თამაშებზე.

მისთვის წარმატებული მხოლოდ სიდნეის ოლიმპიადა იყო, სადაც გუნდურ პირველობაზე ოქროს მედალი მოიგო, პირადში - ვერცხლი. ავსტრალიელმა პეკინის თამაშები გამოტოვა.

* * *
კიდევ ერთი ჩოგბურთელი იქნება ლონდონის თამაშების გახსნის ცერემონიაზე თავისი ქვეყნის მედროშე. ეს გახლავთ ბელარუსი ჩოგბურთელი მაქს მირნი. თავად ის ამბობდა, რომ ამ მისიის შესრულებას უფრო მეტად WTA-ს რეიტინგის მეორე ნომერი ვიქტორია აზარენკა იმსახურებდა.

მირნი ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირზე წყვილთა თანრიგსა და მიქსტში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული