კაზუსი: ოლიმპიური ცეცხლი ლონდონში ჩაღწევამდე ჩაუქრათ [+VIDEO]

AutoSharing Option
საბერძნეთიდან წამოღებუილი ოლიმპიური ჩირაღდანი ბრიტანეთის რაფტინგის ნაკრებს ოლიმპიადის დაწყებამდე 20 დღით ადრე ჩაუქრა, ისე რომ ლონდონამდე არ ჩაუღწევია.

კაზუსი მაშინ მოხდა, როდესაც რაფტინგის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საწვრთნელ ტრასაზე ჩიღაღდნიანად ნავში ჩაჯდომა გადაწყვიტა (იხილეთ ვიდეო).

გაზის ბალონით აღჭურვილი მოწყობილობა გუნდის კაპიტანს ეჭირა. მიუხედავად მისი მთელი ძალისხმევისა, წყლის ტალღებმა და ძლიერმა ქარმა ცეცხლი ჩააქრო.

ოლიმპიური კომიტეტის წარმოამდგენლებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და ცეცხლი კვლავ აანთეს, თუმცა, წესისამებრ ამის გაკეთება მხოლოდ ბერძნულ ოლიმპიაში, სპეციალური ცერემონიის დროსაა დაშვებული.

27 ივლისს, 2012 წლის ზაფხულის თამაშების გახსნაზე, ოლიმპიადის
მთავარი ცეცხლი სწორედ ამ ჩირაღდნით უნდა აინთოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული