დედოფალთან შეხვედრის პატივი ერგო 74 წლის ჯინა მაკგრეგორს. ის ყოფილი სპორტსმენია და სახელი იმით გაითქვა, რომ ნეტბოლში კარიერა 41 წლის ასაკში დაიწყო.
მაკგრეგორამდე ჩირაღდანი ბრიტანული სპორტის კიდევ ერთ ვეტერანს, 83 წლის სერ როჯერ ბანისტერს ებარა.
ის პირველი მორბენალია ისტორიაში, ვინც ერთი მილი დისტანცია ოთხ წუთზე ნაკლებ დროში დაფარა.
ეს 1954 წელს მოხდა. თანაც, მისი მარშრუტი Iffley Road-ის სტადიონზე გადიოდა - სწორედ ამ არენაზე დაამყარა
სხვათა შორის, ბუკმეიკერთა აზრით, სწორედ ბანისტერია ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის დანთების მთავარი პრეტენდენტი. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დასასრულს უახლოვდება. უკვე გავლილია საერთო დისტანციის - 12 900 კილომეტრის 95 პროცენტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"