აშშ-ის ნაკრების "გამოსასვლელი" ფორმაა თეთრი შარვალი (ქალებისთვის - თეთრი ქვედაბოლო), მუქი ლურჯ პიჯაკი და ბერეტი, რის გამოც სპორტსმენები სამხედროებს მოგაგონებთ.
ფორმის გარშემო ხმაური იმის გამო ატყდა, რომ ის აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების ტექნიკური სპონსორების მიერ ჩინეთშია შეკერილი. როგორც ცნობილია, ჩინეთი ამერიკელთა
სენატში დემოკრატთა უმრავლესობის თავმჯდომარე ჰარი რიდი გამოვიდა წინადადებით - შეაგროვონ სპორტული ფორმა და დაწვან.
"ოლიმპიადა - ეს ის მომენტია, როცა ყველა ამერიკელი ამაყობს ჩვენი ათლეტების გამო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოქროს მოსაპოვებლად, - ამბობს სენატორი ბერნი სონდერსი. - ამავდროულად, როცა ჩვენი მილიონობით მოქალაქე უმუშევარია, რატომ უნდა იკერებოდეს ჩვენი ოლიმპიური გუნდის ფორმა ჩინეთის ფაბრიკებში. აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეს აქცია - დამღუპველი პოლიტიკის სიმბოლოა".
ცნობისთვის, აშშ-ის ნაკრების ფორმა ამერიკელი დიზაინერის რალფ ლორენის მიერ არის შექმნილი.
პოლიტიკოსებს უკვე უპასუხა აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ სენდასკიმ. მან უსამართლო და დაუსაბუთებელიი უწოდა მსგავს კრიტიკას.
"ბევრი ოლიმპიური გუნდისგან განსხვავებით, ამერიკის ნაკრები კერძო პირებისგან ფინანსდება და დახმარებისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდით, - ამბობს სენდასკი. - ჩვენ ვამაყობთ პარტნიორობით "რალფ ლორენის" ბრენდთან - ამერიკულ საკულტო ფირმასთან და მოუთმენლად ველით ლონდონში საუკეთესო ამერიკელი ათლეტების გამოსვლას".
სენდასკიმ "აბსურდული" უწოდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ეკიპირება ჩინეთშია წარმოებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ "რალფ ლორენი" ამერიკული კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-ში ტექსტილის პროდუქციის უმსხვილესი მიმწოდებელია.
პოლიტიკოსებს სპორტსმენებმაც უპასუხეს. მათ აღნიშნეს, რომ ფორმა ძალიან მოხერხებულია, ერთ-ერთმა მოცურავემ, 17 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა მისი ფრანკლინმა კი მას მომხიბვლელი უწოდა.
პლაჟის ფრენბურთში პეკინის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოდ როჯერსმა აღნიშნა, რომ ახლა სამყარო უფრო გლობალური გახდა და ურჩია პოლიტიკოსებს მნიშვნელოვანი პრობლემებით დაინტერესდნენ და მსგავსი საკითხების განხილვას შეეშვან.
საინტერესოა, რომ 27 ივლისს, გახსნის ცერემონიაზე ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"