ჩაგვრა დამთავრებულია

AutoSharing Option
საბოლოოდ გადაწყდა, რომ საუდის არაბეთი თავის ისტორიაში პირველად გაგზავნის ოლიმპიურ თამაშებზე ქალ სპორტსმენებს. ქვეყნის ოლიმპიურ გუნდში სუსტი სქესის ორი წარმომადგენელი მოხვდა: ძიუდოისტი ვოჯან ალი სერაჟ აბდულრაჰიმ შაჰრჰანი, რომელიც 78 კილოგრამში გამოდის და მორბენალი სარა ათარი. მას 800 მეტრზე სირბილში აქვს შეტანილი განაცხადი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ ამ სპორტსმენების ოლიმპიურ გუნდში შეყვანას პოზიტიური მომენტი უწოდა და აღნიშნა, რომ სპორტული საზოგადოება მიესალმება არაბ ქალებს ბრიტანეთის დედაქალაქში.

* * *
კიდევ უფრო შორს წავიდა კატარის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - მან გახსნის
ცერემონიაზე თავისი გუნდის მედროშედ ქალი სპორტსმენი - ტყვიის მსროლელი ბაჰიია ალ-ჰამადი დანიშნა. ეს უნიკალური პრეცედენტია ამ არაბული ქვეყნის მხრიდან, რომელიც საუდის არაბეთისა და ბრუნეის მსგავსად, ქალ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე გამოსვლას უკრძალავდა.

19 წლის ალ-ჰამადი თავისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი იყო 2011 წლის არაბულ თამაშებზე - მან იქ სამი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არაბი ქალი სპორტსმენების ოლიმპიადებზე მოზიდვას, ალ-ჰამადს რამდენიმე სახეობაში გამოსვლისთვის უაილდ-ქარდი მისცა. ანალოგიური მიწვევები აქვთ კატარელ მოცურავეს ნადა არკაისა და მორბენალ ნურ ალ-მალკის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული