ლონდონის ოლიმპიადაზე მკვლელები იასპარეზებენ

AutoSharing Option
უცნაური შემადგენლობით მიემგზავრება შრი-ლანკა ოლიმპიურ თამაშებზე. ამ ქვეყნის ოლიმპიური გუნდი შეივსო ყოფილი სამხედრო დაჯგუფების - "ვეფხვები ტამილ-ილამის განთავისუფლებისთვის" წევრებით.

როგორც BBC წერს, რამდენიმე სნაიპერი თავისი ჩვეული საქმით ოლიმპიურ სასროლეთზე იქნება დაკავებული, ოღონდ მიზანში არა ადამიანებს, არამედ მრგვალ სამიზნეებს ამოიღებს.

სხვა "ბოევიკები" კი, შესაძლოა, ცურვისა და მძლეოსნობის ტურნირებზე ვიხილოთ. ოლიმპიურ გუნდში ისინი შესარჩევი ტურნირის გავლით მოხვდნენ.

სამხედრო დაჯგუფება - "ვეფხვები ტამილ-ილამის განთავისუფლებისთვის" შრი-ლანკაში იბრძოდა კუნძულზე დ
ამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან 2009 წლამდე ის საომარ მოქმედებებს აწარმოებდა სახელმწიფო არმიასთან, სანამ ამ უკანასკნელმა 2009 წლის იანვარში არ აიღო მეამბოხეთა ბოლო დასაყრდენი პუნქტი.

* * *

ოლიმპიადის წინ კიდევ ერთი მძლეოსანი გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში. ეს გახლავთ პოლონელი ბირთვის მკვრელი დამიან კუსიაკი.

მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი სტანოზოლოლი იპოვნეს და ახლა მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 24 წლის კუსიაკმა წელს პირადი რეკორდი (20.54 მეტრი) დაამყარა და მეორე ადგილი დაიკავა ქვეყნის ჩემპიონატში. სწორედ მაშინ აუღეს მას დოპინგ-სინჯი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

კუსიაკს არ მოუთხოვია "B სინჯის" გახსნა, რაც მისი მხრიდან ბრალის აღიარებას ნიშნავს.

* * *
2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრები კვლავ კომპანია "რალფ ლორენის" დიზაინის მიხედვით შექმნილი ფორმით გამოვა, მაგრამ ამჯერად ტანსაცმელს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეკერავენ და არა ჩინეთში, როგორც ეს ლონდონში გასამგზავრებელი გუნდის შემთხვევაში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტის გამო ამერიკაში მცირე სკანდალს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, სენატში დემოკრატების ლიდერი ჰარი რიდი ამჟამინდელი ფორმის დაწვის წინადადებით გამოვიდა.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 2020 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი "რალფ ლორენთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული