როგორც BBC წერს, რამდენიმე სნაიპერი თავისი ჩვეული საქმით ოლიმპიურ სასროლეთზე იქნება დაკავებული, ოღონდ მიზანში არა ადამიანებს, არამედ მრგვალ სამიზნეებს ამოიღებს.
სხვა "ბოევიკები" კი, შესაძლოა, ცურვისა და მძლეოსნობის ტურნირებზე ვიხილოთ. ოლიმპიურ გუნდში ისინი შესარჩევი ტურნირის გავლით მოხვდნენ.
სამხედრო დაჯგუფება - "ვეფხვები ტამილ-ილამის განთავისუფლებისთვის" შრი-ლანკაში იბრძოდა კუნძულზე დ
* * *
ოლიმპიადის წინ კიდევ ერთი მძლეოსანი გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში. ეს გახლავთ პოლონელი ბირთვის მკვრელი დამიან კუსიაკი.
მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი სტანოზოლოლი იპოვნეს და ახლა მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 24 წლის კუსიაკმა წელს პირადი რეკორდი (20.54 მეტრი) დაამყარა და მეორე ადგილი დაიკავა ქვეყნის ჩემპიონატში. სწორედ მაშინ აუღეს მას დოპინგ-სინჯი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.
კუსიაკს არ მოუთხოვია "B სინჯის" გახსნა, რაც მისი მხრიდან ბრალის აღიარებას ნიშნავს.
* * *
2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრები კვლავ კომპანია "რალფ ლორენის" დიზაინის მიხედვით შექმნილი ფორმით გამოვა, მაგრამ ამჯერად ტანსაცმელს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეკერავენ და არა ჩინეთში, როგორც ეს ლონდონში გასამგზავრებელი გუნდის შემთხვევაში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტის გამო ამერიკაში მცირე სკანდალს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, სენატში დემოკრატების ლიდერი ჰარი რიდი ამჟამინდელი ფორმის დაწვის წინადადებით გამოვიდა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 2020 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი "რალფ ლორენთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"