ლიბიაში ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გაიტაცეს

AutoSharing Option
ქალაქ ტრიპოლიში ლიბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ნაბილ ელალემი გაიტაცეს, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო "როიტერი".

ნაბილ ელალემი თავის მანქანაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად იჯდა, როცა ორმა მანქანმა გადაუკეტა გზა. მასში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები ისხდნენ.

მათ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთ მანქანაში გადაჯდომა უბრძანეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. ელალემის კოლეგისთვის უცნობებს ხელი არ უხლიათ.

ლიბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ტელეინტერვიუში განაცხადეს, რომ გამტაცებლები პრეზიდენტს სამხედროებად გაეცნენ. გატაცებაში რვა-ცხრა მამაკაცი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი შეიარაღებული იყო.

ქვეყნის სპორტის მინისტრმა
ფეთჰი თარბელმა სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაგმო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გატაცება და ელალემის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა. "ეს რევოლუციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და ის კადაფის დროში გვაბრუნებს", - განაცხადა მინისტრმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული