სტრიპტიზი შესაძლოა, სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს

AutoSharing Option
ძელთან ცეკვის საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტსმენებს მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის ამზადებს.

სტრიპტიზი შესაძლოა, სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს. ამის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში განცხადება უკვე შეტანილია და მას 4000-მდე ადამიანი აწერს ხელს. ძელთან ცეკვამ ყველა ის სტანდარტული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რასაც ოლიმპიური კომიტეტი სპორტის სხვა სახეობისგან ითხოვს.

"ძელთან ცეკვით მილიონობით ადამიანია გატაცებული და ეს ფაქტი არ უნდა უარყოს სპორტის ფედერაციამ", - აცხადებენ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

ბოძზე ცეკვის საერთაშორისო ფიტნეს-ასოციაციის დირექტორის, ტიმოტი ტრაუტმანის განცხადებით, მთავარი მიზანი სტრიპტიზის მოცეკვავეებისადმი არსებული სტერეოტიპების დანგრევაა.

მისი თქმით, სტრიპტიზის მოცეკვავეებს
აქვთ ყველა მონაცემი იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე წარადგინონ.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული