კომიტეტის თავმჯდომარემ გიდეონ სემმა განაცხადა, რომ სემენია სამხრეთ აფრიკაში ნებისმიერი სპორტსმენისა და ქალისთვის მისაბაძია. ის გაუმკლავდა ყველა პრობლემას და მისი მაგალითი სტიმულს აძლევს ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრს.
სემენიამ, რომელიც 800 მეტრზე სირბილში გამოდის, ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება 2012 წლის აპრილში მოიპოვა, როცა ყველა ეროვნული და საერთაშორისო ნორმატივი შეასრულა.
კასტერი 2009 წელს, გენდერული სკანდალის შედეგად გახდა საყოველთაოდ ცნობილი. იმ წელს, ბერლინში მსოფლიოს
საქმის გარჩევის პროცესში ის დისკვალიფიცირებული იყო და დიდ სპორტში 2010 წლის ივლისში დაბრუნდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტესტმა დაამტკიცა - სემენია ქალი გახლავთ. დაბრუნების შემდეგ სამხრეთაფრიკელი მორბენალი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სხვათა შორის, სემენია პირველი ქალი მედროშეა სამხრეთ აფრიკის ოლიმპიური ნაკრების ისტორიაში.
ჯონსონი პისტორიუსის წინააღმდეგ
ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა მაიკლ ჯონსონმა განაცხადა, რომ სამხრეთაფრიკელმა ამპუტანტმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩვეულებრივი სპორტსმენების ტურნირებში.
"მე კარგად ვიცნობ ოსკარს და მან იცის ჩემი პოზიციის შესახებ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, იღებს თუ არა ის თავისი პროთეზების წყალობით უპირატესობას. ამიტომაც მისი მხრიდან არასამართლიანია ჩვეულებრივ ტურნირებში მონაწილეობა.
ბევრ ადამიანს უჭირს ჩემი პოზიციის გაგება, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენზე. მე მას ჩემს მეგობრად მივიჩნევ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ მისი ასპარეზობის. თუმცა საქმე არა პირადად მასში, არამედ წესებშია", - აღნიშნა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ პისტორიუსი ოლიმპიადაზე 4x400 მეტრზე ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"