ლონდონის ოლიმპიადაზე 80 დოლარად ტაქსიში ღამის გათევა იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე 80 დოლარად ტაქსიში ღამის გათევა იქნება შესაძლებელი. ასე აპირებენ ადგილობრივი მძღოლები სასტუმროებში ნომრების უკმარისობის პრობლემის გადაწყვეტას. ამ პრობლემას ოლიმპიური თამაშების დროს ბევრი ტურისტი შეეჯახება.

ბრიტანული პრესა წერს, რომ ერთ-ერთმა ტაქსისტმა თავისი მანქანა სასტუმროს ნომრადაც კი გადააქცია. მან  საკუთარი ტაქსი ერთადგილიანი საწოლით აღჭურვა, ბრიტანეთის დროშაგამოსახული პლედითურთ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშები ლონდონში 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული