ცეცხლი უკვე ლონდონშია

AutoSharing Option
ოლიმპიური ცეცხლი ლონდონში ჩავიდა, სადაც 27 ივლისს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაასრულებს თავის მოგზაურობას.

21 ივლისიდან მოყოლებული, ჩირაღდნის ესტაფეტა ბრიტანეთის დედაქალაქის ყველა რაიონს მოივლის და მას დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი იხილავს.

გახსნის ცერემონიაზე ჩირაღდანს მდინარე ტემზას გავლით ნავით მიიტანენ. გარდა ამისა, ჩირაღდანს დაამაგრებენ მეტროს მატარებელზე, თუმცა რომელ ხაზზე და რომელ სადგურზე მოხდება ეს, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჯერ არ აცხადებენ.

ოლიმპიური ცეცხლის ლონდონში მიტანას ერთი უსიამოვნო ისტორია ახლავს თან. ესტაფეტის დროს ბრბოდან გამოვარდა 17 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სცადა ჩირაღდანი გამოეგლიჯა პოლონელი ანა
სკორისთვის, მაგრამ სპორტსმენი არ დაიბნა და წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, რის შემდეგაც პოლიციელებმა სწრაფად გაიყვანეს ის ინციდენტის ადგილიდან.

ლონდონამდე ოლიმპიურმა ჩირაღდანმა თითქმის 13 ათასი კილომეტრი დაფარა. ესტაფეტამ სტარტი 18 მაისს ლენდს-ენდის კონცხიდან აიღო. სულ კი მასში რვა ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

* * *
საინტერესოა, რომ გუშინ ოლიმპიურ ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო "ბოლტონის" ნახევარმცველმა ფაბრის მუამბამ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც 17 მარტს, "ტოტენჰემთან" მატჩის დროს გულის შეტევა გადაიტანა. 24 წლის მოთამაშეს გული 78 წუთით გაუჩერდა, მაგრამ გადარჩა და საავადმყოფოში ოთხი თვე გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული