მუსულმანი ოლიმპიელების პრობლემა: ლონდონი 2012 რამადანს ემთხვევა

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიური თამაშები მუსულმანური მთვარის კალენდრის მეცხრე თვეს, რამადანს ემთხვევა, როდესაც მორწმუნე მუსულმანებს მარხვა და ბევრი სხვა აკრძალვის დაცვა მართებთ.

მსოფლიოს ყველა ქვეყნის ათლეტს შორის, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში დაიდებენ ბინას, დაახლოებით 3 000 მუსულმანი იქნება. ბევრი მათგანი სერიოზული არჩევანის წინაშე დგას: თუ საკვების მიღებისგან თავს შეიკავებს, ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდება.

სამედიცინო ექსპერტების დასკვნის თანახმად, მარხვა ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის შემცველობას ამცირებს, რამაც შესაძლოა ფიზიკური ძალის შემცირება გამოიწვიოს. თუმცა შიმშილზე თითოეული ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

ზოგიერთმა ათლეტმა მარხვის დაცვაზე საერთოდ უარი თქვა, სხვებმა
კი ეს შეზღუდვა თამაშების დასრულებამდე გადადეს და პირობა დადეს, რომ რელიგიურ წესს შეჯიბრების დასრულებისთანავე აღასრულებენ. მაგალითად, ბრიტანელმა სპორტსმენმა მოჰამეხ სბიხიმ პირობა დადო, რომ თითოეული დღისთვის, რომელშიც მარხვას არ დაიცავს, ბავშვთა სახლებს შესაწირით დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოში არაპროფესიონალიზმი ყველგან თვალში საცემია.სიტყვა მუსლიმანი წარმოშობილია მუსლიმისაგან. უნდა იყოს მუსლიმანი და არა მუსულმანი.
gocha
19:38 23-07-2012
0
საქართველო მძიმე დღეშია მაგაში მარტალი ხარ მარა, მუსულმანი სწორი ფორმაა. მუსულმანი საერთოდაც ბარბარიზმია, და უცხო ენიდან არის შემოღებული. ასე რომ მუსლიმანი სწორი ფორმაა. სამწუხაროდ ცდები
0

სიახლეები პოპულარული