$ 1 200 000 - საქართველომ ოქროს მედალზე რეკორდული პრემია დააწესა!

AutoSharing Option
წლევანდელი ოლიმპიადის ოქროსმედალოსნებისთვის ყველაზე მაღალ ფულად ჯილდოს საქართველო აწესებს.

მედლების მიხედვით ოლიმპიური პრემიების საერთაშორისო რეიტინგს რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიურო ავრცელებს.

ოქროს მედლის მფლობელებისთვის განკუთვნილი 1 200 000 აშშ დოლარით რეიტინგს საქართველო ლიდერობს.

510 000 აშშ დოლარით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია.

ვერცხლის მედალზე საქართველოს გრაფაში 30 000 დოლარია გაწერილი, ხოლო ბრინჯაოზე - 20 000.

მეორე და მესამე კატეგორიებზე დაწესებული პრემიებით ასევე აზერბაიჯანი ლიდერობს. ვერცხლის მედალი – 225 000 აშშ დოლარი, ბრინჯაოს მედალი 128 000 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მიერ
დაწესებული პრემიებიც რეიტინგში მოხვდა, საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, ოქროს მედალზე არცერთს 250 000 (ყაზახეთი) დოლარზე მეტი არ აქვს დაწესებული.

შედარებისთვის - ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი 25 000 დოლარს მიიღებს, რუსეთს დაწესებული აქვს 125 000 დოლარი, იტალიას - 172 200, უკრაინას - 100 000, ბელორუსს - 150 000, გერმანიას კი - 18 300 აშშ დოლარი.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბუნებრივია ასეთი მაღალი პრემია საქართველოს უნდა ქონდეს. საქართველო ხომ აშშ-ზე, რუსეთზე და გერმანიაზე მდიდარი სახელმწიფო არის, თან ჩვენ ხომ გვყავს ბიძინა ივანიშვილი რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ქართველ ხალხს გაჭირვების ჟამს 80 მილიონით.

ყოჩაღ ხელისუფლებას, როგორი პასუხიემგებლობით ხარჯავს საქართველოს ბიუჯეტს.

დამთავრდება ეს ცირკი მალე!
უძლევი
12:47 25-07-2012
0
არ გამიკვირდება, თუ ვერცერთ ოქროს მედალს ვერ მოვიგებთ. ამ თანხას უბრალოდ ვერცერთი სპორტსმენი ვერ ამოიგდებს თავიდან და შესაბამისად შედეგიც ცუდი იქნება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე! მართლაც ცირკში ვცხოვრობთ!
Giorgipirweli
13:27 25-07-2012
0

სიახლეები პოპულარული