ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა ციფრებში

AutoSharing Option
მათ, ვინც ოლიმპიადის სტარტებს ადევნებს თვალს, ბუნებრივია, პირველ რიგში, შეჯიბრებების საბოლოო შედეგები აინტერესებთ, მაგრამ არსებობს საინტერესო სტატისტიკური მონაცემები, რომელთა გარეშე ოლიმპიადა არ შედგება. მაშ ასე, ლონდონი ციფრებში...

26 - სპორტის სახეობების რაოდენობა
302 - გასათამაშებელი ოქროების რაოდენობა
204 - მონაწილე ქვეყნები
10 500 - სპორტსმენების მიახლოებითი რიცხვი
17 - სათამაშო დღეების რაოდენობა (19 - ფეხბურთის ჩათვლით)
34 - ოლიმპიური ობიექტი
8.8 მილიონი - ბილეთების რაოდენობა
1908 და 1948 - ლონდონში წინა ოლიმპიადების ჩატარების თარიღი
30 - ბრიტანეთის სამეფო ფოსტის მიერ
გამოშვებული ოლიმპიური მარკების რაოდენობა
4 000 - თამაშების დროს რკინიგზის დამატებითი სერვისის რაოდენობა
400 000 - ოლიმპიური ლოგოს შექმნის ღირებულება
1.34 - ოლიმპიურ ოქროს მედალში ოქროს შემცველობის პროცენტი

ოლიმპიური პარკი და სოფელი
563 - ოლიმპიადის ტრანსლირებისთვის საჭირო კაბელების სიგრძე (კილომეტრებში)
10 000 - დროებითი ტუალეტების რაოდენობა (ეყოფა მთელ მალტას)
5 000 - ოლიმპიური სოფლის სასადილოს სიმძლავრე
14 მილიონი - ამ რაოდენობის კერძი დამზადდება ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დროს
6 000 - მშვილდოსნობაში სამიზნეების რაოდენობა
356 - საკრივო ხელთათმანების რაოდენობა
99 - სასწავლო თოჯინების რაოდენობა ჭიდაობასა და ძიუდოში
150 000 - პრეზერვატივების რაოდენობა ოლიმპიურ სოფელში
165 000 - პირსახოცების რაოდენობა ოლიმპიურ სოფელში
1 232 - ქსოვილის სიგრძე, რომელიც მოთამაშეთა ფორმის შესაკერად არის საჭირო

ოლიმპიური ობიექტები
4 - საწყლოსნო სახეობების ცენტრის მშენებლობისას პრეისტორიული პერიოდის ოთხი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს
180 000 - ფილების რაოდენობა 50-მეტრიანი საცურაო და 25-მეტრიანი წყალში ხტომის აუზისთვის
300 000 - ლურსმნების რაოდენობა, რომელიც ველოტრეკის იატაკის დასაგებად გამოიყენეს
4 - სალოცავი ოთახების რაოდენობა ოლიმპიურ სტადიონზე
30 - დანგრეული შენობების რაოდენობა ოლიმპიური სტადიონისთვის ადგილის გამოსაყოფად
56 - ფერების რაოდენობა ოლიმპიური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის გასაფორმებლად
26 - წყლის ტემპერატურა ოლიმპიურ აუზში (3-4 გრადუსით დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივ აკვაპარკებში)
2.4 - საკალათბურთო არენებზე ყველა კარის სიმაღლე (მეტრი)
22 - საათების რაოდენობა, რომელიც საკალათბურთო არენის ხელბურთის არენად გადაკეთებას სჭირდება

სახეობები
2 000 - მძლეოსნობაზე მომუშავე ფოტოკამერები წამში ამდენ ფოტოს იღებს
1.07 - 110 მეტრზე თარჯრბენში ბარიერის სიმაღლე (მეტრი)
9.58 - მსოფლიოს რეკორდი 100 მეტრზე სირბილში (წამი)
1583 - წელი, როცა მშვილდოსნობაში პირველი ტურნირი ჩატარდა
402 - მაქსიმალური სიჩქარე, რომელსაც ბადმინტონის ვოლანი ავითარებს (კმ/სთ)
35 - მაქსიმალური ასაკის ზღვარი მოკრივეებს შორის
5.5 - სიმაღლის ვარდნა კანოეს სლალომის 300-მეტრიან ტრასაზე
6 - ველომრბოლელთა რაოდენობა, რომლებიც ათენის პირველ ოლიმპიადაზე იღებდნენ მონაწილეობას
42 - ველოტრეკის დახრილობის კუთხე (გრადუსი)
60 - წყალში საუკეთესო მხტომელებს 60 სახის ნახტომის შესრულება შეუძლიათ
1952 - ჰელსინკის თამაშებამდე ოლიმპიადის ცხენოსნობის ტურნირში მხოლოდ სამხედროები გამოდიოდნენ
2 - სპორტის სახეობების რაოდენობა, რომელშიც ცხოველები გამოდიან (ცხენოსნობა და თანამედროვე ხუთჭიდი)
172 - მთის ველოსიპედის ტრასაზე სიმაღლის ვარდნა (მეტრი)
12 - ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონის ასაკი - უცნობი ბიჭი, რომელმაც 1900 წელს პარიზში ნიჩბოსნობის ტურნირი მოიგო. ის დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას და შემდეგ გაქრა.
198 - ბრიტანელი პეტერ უილსონი მსოფლიოს რეკორდის მფლობელია ორმაგ ტრეპში (ტყვიის სროლის სახეობა) - მან 200-დან 198-ჯერ მოახვედრა მიზანს
2 - სახეობების რაოდენობა, რომელშიც მამაკაცები არ გამოდიან (სინქრონული ცურვა და მხატვრული ტანვარჯიში)
10 - მსაჯების რაოდენობა სინქრონულ ცურვაში
2.7 - მაგიდის ჩოგბურთში ბურთის წონა (გრამი)
90 - მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც წყალბურთელები ბურთს ისვრიან (კმ/სთ)
4 - თავის წონაში ოთხჯერ მძიმე შტანგა ასწია 2004 წლის ოლიმპიადაზე ირანელმა ჰოსეინ რეზაზადემ (264 კგ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული