ლონდონის ოლიმპიადაზე 107 სპორტსმენი ვერ შეძლებს გამოსვლას

AutoSharing Option
"ცნობილი გახდა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე 107 სპორტსმენი ვერ შეძლებს გამოსვლას. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ზაფხულის თამაშების წინ სპორტის სხვადასხვა სახეობის 107 წარმომადგენელს არ მისცა შესარჩევ ტურნირებში გამოსვლის უფლება", - წერს სააგენტო AP.

დადებით დოპინგ-სინჯებზე ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯონ ფეიჰიმ წარმოადგინა. მისი სიტყვებით, რამდენიმე სპორტსმენი, რომელიც აკრძალული პრეპარატების მიღებაში გამოიჭირეს, მაინც ვერ გაივლიდა კვალიფიკაციას.

წესის დამრღვევი სპორტსმენების გამოვლენაში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გარდა, სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციები და ლონდონის თამაშების ორგანიზატორები მონაწილეობდნენ.

არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ,
რამდენი ქვეყნის სპორტსმენს აუკრძალეს ოლიმპიადაზე გამოსვლა.

"იმ სპორტსმენებმა, რომლებიც დოპინგს იყენებენ, უნდა იცოდნენ, რომ მათ დოპინგ-კონტროლიორების მოტყუების მინიმალური შანსი აქვთ", - აღნიშნა ფეიჰიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული