ლონდონი 2012-ის პოლიტიკური თამაშები

AutoSharing Option
ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის აკრედიტაციაზე უარი უთხრეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიცაა, მაგრამ ამანაც არ უშველა აკრედიტაციის მიღებაში.

ცნობილია, რომ ბელარუსი ევროსაბჭოს მხრიდან სანქციების ობიეტი გახდა ქვეყანაში განხორციელებული რეპრესიებისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური მინსკის რეაქცია ლონდონის თამაშების ორგანიზატორთა ამ გადაწყვეტილებაზე. არც ისაა ცნობილი, აპირებდა თუ არა ლუკაშენკო ლონდონში გამგზავრებას.

* * *
არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არ დაესწრება ლონდონის ოლიმპიადის გახსნის
ცერემონიას.

მის ქვეყანასა და ინგლისს შორის ფოლკლენდის კუნძულების საკითხზე გაზრდილი დაძაბულობის გამო არგენტინის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ჩავა ბრიტანეთის დედაქალაქში.

აღსანიშნავია, რომ ადრე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ლონდონის ოლიმპიადა ისტორიაში სახელმწიფოთა მეთაურების ყველაზე დიდ რაოდენობას შეკრებს.

* * *
მძლეოსანი პარასკევა პაპახრისტუ საბერძნეთის ოლიმპიური ნაკრებიდან გარიცხეს. ამის მიზეზი გახდა "ტვიტერის" სოციალურ ქსელში მისი რასისტული რეპლიკები.

"იმ განცხადების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ფასეულობებსა და იდეალებს, საბერძნეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეროვნული გუნდიდან გარიცხოს პარასკევა პაპახრისტუ", - იტყობინება საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, თუმცა ინციდენტის დეტალებს არ ამხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული