რუსებს სპორტსმენთა დოსიეებში დაბადების ადგილის სწორად დაწერას უკრაინელებიც სთხოვენ

AutoSharing Option
რუსეთის მიერ სოკ-ში წარდგენილ სპორტსმენთა სიებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დენის ცარგუშს გრაფაში, სადაც დაბადების ადგილი და ქვეყანაა მითითებული, გუდაუთა-რუსეთი უწერია, მის თანაგუნდელ ბესიკ კუდუხოვს კი - სამხრეთ ოსეთი-რუსეთი.

ამ ფაქტს საქართველოში მძაფრი პროტესტი მოჰყვა. სოკ-ის ცნობით კი,  "ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაიგზავნა განცხადება მოთხოვნით, რათა გამოსწორდეს ეს შეცდომა და ზემოაღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად მიეთითოს საქართველო.

როგორც ირკვევა, ანალოგიური პრობლემა უკრაინელებსაც შეექმნათ. უკრაინის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს თხოვნით მიმართა, რომ ოლიმპიური თამაშების საიტზე გამოქვეყნებული რუსი სპორტსმენების ბიოგრაფიულ ცნობებში
შესწორება შეიტანონ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ ზოგიერთი რუსი სპორტსმენის ბიოგრაფიაში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე დაიბადნენ, დაბადების ადგილად შეცდომით რუსეთის ფედერაციაა მითითებული.

"უკრაინის ოლიმპიური დელეგაციის შტაბი მოვლენების განვითარებას დააკვირდება და აუცილებელი ცვლილებების შეტანისთვის სათანადო ზომებს მიიღებს", - ნათქვამია უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ასევე იხილეთ:
გუდაუთა უკვე რუსეთია?! ლონდონის ოლიმპიადის რუსული "სიურპრიზი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული