აშშ-ის ნაკრების მედროშე მარიელ ზაგუნისი იქნება

AutoSharing Option
ოლიმპიადის არაოფიციალურ ჩათვლაში მთავარმა ფავორიტმა - აშშ-ის ნაკრებმა თავის მედროშედ 27 წლის მოფარიკავე აირჩია. 

ზაგუნისი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობაში: მან ათენსა და პეკინში ხმლით ინდივიდუალურ პირველობაში მოიპოვა ოქროს მედლები. გარდა ამისა, პეკინში მარიელმა ბრინჯაო დაისაკუთრა გუნდურ პირველობაში.

* * *

ასევე დაასახელა ოლიმპიური ნაკრების მედროშე გერმანიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. დღეს, გახსნის ცერემონიაზე, გერმანელთა მრავალრიცხოვან გუნდს წინ გაუძღვება 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ნატაშა კელერი, რომელიც ბალახის ჰოკეიში ქვეყნის ქალთა ეროვნული გუნდის წევრია.

კელერისთვის ეს არის მეხუთე და ბოლო ოლიმპიადა კარიერაში
- ლონდონის შემდეგ ის ასრულებს გამოსვლას. კელერმა ნაკრებში კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა ეროვნული გუნდის დონეზე.

ნატაშას ბაბუა - ერვინი 1936 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი იყო ბალახის ჰოკეიში. ამავე სპორტს მისდევდნენ მისი მამა და ძმები. მამამისმა კარსტენმა ოქრო მოიგო 1972 წელს მიუნხენის თამაშებზე, ძმებმა - ანდრეასმა და ფლორიანმა კი ორ-ორჯერ მოიგეს ოლიმპიური თამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული