ზაგუნისი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობაში: მან ათენსა და პეკინში ხმლით ინდივიდუალურ პირველობაში მოიპოვა ოქროს მედლები. გარდა ამისა, პეკინში მარიელმა ბრინჯაო დაისაკუთრა გუნდურ პირველობაში.
* * *
ასევე დაასახელა ოლიმპიური ნაკრების მედროშე გერმანიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. დღეს, გახსნის ცერემონიაზე, გერმანელთა მრავალრიცხოვან გუნდს წინ გაუძღვება 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ნატაშა კელერი, რომელიც ბალახის ჰოკეიში ქვეყნის ქალთა ეროვნული გუნდის წევრია.
კელერისთვის ეს არის მეხუთე და ბოლო ოლიმპიადა კარიერაში
ნატაშას ბაბუა - ერვინი 1936 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი იყო ბალახის ჰოკეიში. ამავე სპორტს მისდევდნენ მისი მამა და ძმები. მამამისმა კარსტენმა ოქრო მოიგო 1972 წელს მიუნხენის თამაშებზე, ძმებმა - ანდრეასმა და ფლორიანმა კი ორ-ორჯერ მოიგეს ოლიმპიური თამაშები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"