სოჭი 2014 გახსნის ცერემონიალამდე ერთი დღით ადრე დაიწყება

AutoSharing Option
სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ შეჯიბრებები გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე ერთი დღით ადრე დაიწყება.

კერძოდ, ფიგურულ სრიალში საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტი 6 თებერვალს არის დაგეგმილი, იმ დროს, როცა გახსნის ცერემონია 7 თებერვალს გაიმართება.

გარდა ამისა, 6 თებერვალს ჩატარდება საკვალიფიკაციო ქალთა მოგულსა (ფრისტაილის სახეობა) და მამაკაცთა სლოუპსტაილში (სნოუბორდის სახეობა).

ოლიმპიადა, დამატებითი საშეჯიბრო დღის გათვალისწინებით, 18 დღეს გაგრძელდება და 23 თებერვალს დასრულდება. ზამთრის თამაშების ისტორიაში ასეთი გადაწყვეტილება პირველად არის მიღებული.

სულ სოჭის თამაშებზე მედლების 98 კომპლექტი გათამაშდება - 12-ით მეტი, ვიდრე
2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული