ქართველი ოლიმპიელები ოქროს მედლისთვის 1.200 000 დოლარს არ მიიღებენ

AutoSharing Option
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

მედიასაშუალებებში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქროსმედალოსან ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სახელმწიფო 1 200 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ მიიჩნევს ეთიკურად მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ, როდესაც ოლიმპიადაზე წასულ თითოეულ ქართველ სპორტსმენს წინ საკმაოდ დაძაბული ასპარეზობა ელის.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ლონდონის ოლიმპიადის
ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო ოდენობით.

შესაბამისად, 2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ.

msy.gov.ge


ასევე იხილეთ:
$ 1 200 000 - საქართველომ ოქროს მედალზე რეკორდული პრემია დააწესა!
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა შუაშია მაიმუნობა,განა თქვენ ვერ ხვდებით რომ დასახელებული თანხა მართლა ნამეტანი დიდი იყოო?ის თანხა და კიდევ საჩუქრები, რაც წინა წლებში მიიღეს ოლიმპიელებმა ალბათ წელსაც იგივე იქნება
sano
12:31 31-07-2012
0
რა სახალისოა, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ვინმე იტყუება და სულ რამოდენიმე დღეში ესეც აღმოჩნდება. :)) აი მე რომ ოქროს მედალი მომეგო, მაშინ სხვა ამბავია - მაგრად მეწყინებოდა და სულ თავში ვურახუნებში იმ ოქროს მედალს 1200000ჯერ!
nika
12:19 31-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული