გიგანტი გაზეთი გინესის წიგნში

AutoSharing Option
ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ცნობილმა ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" თავისი მკითხველების გახარება და გაოცება გადაწყვიტა - ბოლო ნომერი არაჩვეულებრივად დიდი ზომისა იყო. თითო ეგზემპლიარი სიგანეში 56, სიგრძეში კი 80 სანტიმეტრი იყო. "ეკიპის" ჩვეულებრივი ეგზემპლიარი ორჯერ ნაკლები ზომისაა. შესაბამისად, გიგანტური ზომების წყალობით, ეს გაზეთი ყველაზე დიდია სპორტული პრესის ისტორიაში, რის გამოც ის გინესის რეკორდების წიგნში შევა.

სარეკორდო ნომერშია მასალები უსაინ ბოლტზე, კარლ ლუისზე, მაიკლ ფელპსზე, კობი ბრაიანტზე... აქვეა ინტერვიუ ზინედინ ზიდანთან. ბოლო გვერდზე დაბეჭდილია ფრანგი ძიუდოისტის რინერის პოსტერი ერთი ერთზე
მასშტაბით. არადა, ამ სპორტსმენის სიმაღლე 203 სანტიმეტრია.

"თუ თქვენ ახლა მეტროში. მატარებელში ან თვითმფრინავში ხართ, ბოდიში მოუხადეთ თქვენს მეზობლებს", - აფრთხილებს გამოცემა მკითხველს პირველ გვერდზე.

სარეკორდო ნომერი 400 ათასი ტირაჟით გამოვიდა, ფასი კი ჩვეულებრივი იყო - 1 ევრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული