ქართველი ოლიმპიელებიდან პირველი ოლიმპიადაზე ქრისტინე ესბუა გამოვიდა, რომელმაც მშვილდოსან ქალთა ინდივიდუალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე 642 ქულით 34-ე ადგილი დაიკავა.
ამ შედეგით ესებუა პლეი ოფის პირველ წრეში - 1/32-ედ ფინალში დენისე ასტრიდ ვან ლემოენს შეხვდება.
რაც შეეხება სხვა ქართველ ოლიმპიელ სპორტსმენებს, 28 ივლისს 10 სთ-ზე ველორბოლაში დაიწყო ასპარეზობა გიორგი ნადირაძემ.
ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი (60) ოლიმპიადის გათამაშებაში 12:30 სთ-ზე ჩაებმევა. ძიუდოისტთა ტურნირი 19:10 საათამდე გაგრძელდება.
მოკრივე მერაბ თურქაძე (56) 1/32-ფინალიდან
გარდა ამისა, 28 ივლისს ჩოგბურთის ტურნირში 11:30 სთ-ზე ჩაებმებიან ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი.
ასევე იხილეთ:
ქართველი ოლიმპიელები და მათი გამოსვლის კალენდარი ლონდონი 2012-ზე