ქართველ ოლიმპიელთა განრიგი 29 ივლისისთვის

AutoSharing Option
29 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაში მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთვებიან.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე 29 ივლისს პნევმატური იარაღიდან ისვრის. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

გარდა ამისა, 29 ივლისს ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს. ძიუდოისტთა შეჯიბრი ჩვენი დროით 13:30 სთ-ზე დაიწყება, ხოლო ასპარეზობის ფინალი 19:10 დაიწყება.

ქართველი ჩოგბურთელები ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი, რომლებსაც ოლიმპიადა წესით 28 ივლისს უნდა დაეწყოთ. თავის შეხვედრებს ჩვენებურები 29 ივლისს გამართავენ.

ანა ტატიშვილი ინდივიდუალურ
შეჯიბრებაში მონაწილეობას თბილისის დროით 14:30 სთ-ზე დაიწყებს, ხოლო წყვილთა ასპარეზობაში ტატიშვილი-ჩახნაშვილის დუეტი 18:30 სთ-ზე დაიწყება.

სამწუხარო გამოდგა ქართველი ოლიმპიელების ბეთქილ შუკვანისა და გიორგი ნადირაძეს გამოსვლა, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადაზე 28 ივლიის ჩაერთვნენ.

1/62-ფინალში შუკვანის გამარჯვების შემდეგ, სადაც მან ავსტრალიელ მოჭიდავეს სძლია, ჩვენებური შეჯიბრის 1/32-ფინალში ფრანგ სოფიან მილუსთან დამარცხდა.

რაც შეეხება ველომრბოლელ ნადირაძეს, ის ასპარეზობას ფინიშამდე 100-ოდე კილომეტრით ადრე გამოეთიშა. 137-ე კილომეტრის შემდეგ მისი დრო 3.39.34 იყო და 136-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ასევე სამწუხარო ცნობაა საქართველოს მოკრივეზე მერაბ თურქაძეზე, რომელიც რინგზე არ დაუშვეს, რადგან  წინასწარი აწონვის დროს წონა ვერ ჩააბარა და ასპარეზობას გამოეთიშა. გამომდინარე აქედან საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე კრივში წარმომადგენელი აღარ ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ თურქაძე 56 კგ. წონით კატეგორიაში უნდა გამოსულიყო.

ასევე იხილეთ:
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
გიორგი ნადირაძემ ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა

საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე კრივში წარმომადგენელი აღარ ეყოლება
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა რა კომენტარი უნდა გააკეთო გულშემატკივარმა? ტელევიზიამ ფული ტელერეპორტაჟში გადაიხადა და რადიორეპორტაჟი შემოგვთავაზა, ერთმა ოლიმპიადის წინ მანქანის კარებში თითი მოიყოლა, მეორემ აწონვა ვერ გაიარა,თუმცა 1 დღით ადრე თურმე ჯდებოდა წონაში... "გრუზინები" ვართ რა
George
11:49 29-07-2012
0
თუ სხვა გაჯობებს რას იზამ, მჯობის მჯობი არ დაილევა, მაგრამ აწონვის გამო რომ კაცი ვერ გამოვა ოლიმპიადაზე,ის უკან სირცხვილით როგორ უნდა დაბრუნდეს. ალბათ იმის მიხედვით შეირჩნენ ნომერ ხუთს შემოხაზავენ თუ 7-ს
nona
12:41 29-07-2012
0

სიახლეები პოპულარული