ქართველ ოლიმპიელთა განრიგი 30 ივლისისთვის

AutoSharing Option
30 ივლისს ლონდონის ოლიმპიურ არენებზე სამი ქართველი გამოვა - ანა ტატიშვილი ჩოგბურთში ერთეულთა შორის იასპარეზებს, მოგვიანებით კი მაკა ჩახნაშვილთან ერთად წყვილებშიც ითამაშებს. ჩოგბურთელთა ტურნირი თბილისის დროით 14:30-ზე დაიწყება.

30 ივლისს მორიგი მონაწილე გვეყოლება ძიუდოში - 12:30-ზე EXCEL-ში ნუგზარ ტატალაშვილი (73) კორეელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურ ვერცხლისმედალოსან კი-ჩუნ ვანგს შეხვდება.

კორეელი ძალიან ძლიერია - რეიტინგის ლიდერია და ჩვენებური ორჯერაც დაუმარცხებია. თუ ტატალაშვილმა თანაქალაქელი შავდათუაშვილის მსგავსად სასწაული შემოგვთავაზა და რევანშის აღება მოახერხა, მომდევნო წრეში უზბეკ რინატ იბრაგიმოვს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ანა ხომ ითამაშა გუშინ და მოიგო, დღეს კიდევ გამოდის ერთეულებში? რაღაც არამგონია!
nobody
10:18 30-07-2012
0
ხო ერტი მარტო კი არ უნდა ითამაშო ტანაც გუსშინ ვერ მოასწრებდა ყველ;ა ტამასჰის თამაშს იმიტომ რო ჩოგბურთი დიდხანს გრძელდება
0

სიახლეები პოპულარული