წითელი ქალი ასპირანტი ყოფილა

AutoSharing Option
ბრიტანეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა, როგორც იქნა, გაარკვიეს, ვინ არის "ქალი წითლებში", რომელმაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ძალიან ააფორიაქა ლონდონის მოსახლეობა.

შეგახსენებთ, რომ მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმის დროს ინდოეთის დელეგაციას სათავეში ედგა უცნობი ქალბატონი, რომლის ჩაცმულობაც სრულიად არ შეესაბამებოდა ამ საზეიმო მოვლენას.

გაოგნებული ინდოელები უცნობს კვალში ჩაუდგნენ, რადგან ის ინდოეთის დელეგაციის წევრად მიიჩნიეს, მაგრამ ცერემონიის შემდეგ ინდური გუნდის წარმომადგენლებმა საკუთარი პრეტენზიები წაუყენეს უსაფრთხოების სამსახურს და ისინი უმოქმედობასა და უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

სპეცსამსახურებს, თავის მხრივ, რამდენიმე დღე დასჭირდათ უცნობი ქალის ვინაობის დასადგენად. გაირკვა, რომ
მას მადჰურა ნაგენდრა ჰქვია. ის ინდოეთიდანაა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.

მაგრამ ერთია, გაარკვიო უცნობის ვინაობა და მეორე - გააცნობიერო ის, თუ როგორ შეაღწია მან გახსნის ცერემონიის დროს ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკზე. როგორც ორგანიზატორები ამტკიცებენ, ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

არავინ იცის, რა მოხდებოდა, ეს ინდოელი რომ არ ყოფილიყო მშვიდობიანი ასპირანტი, რომელმაც, უბრალოდ, გადაწყვიტა, სახელგანთქმული გამხდარიყო და საქმე გვქონოდა კამიკაძე-ტერორისტთან? სწორედ ასეთ კითხვას სვამს დღეს ნებისმიერი ბრიტანელი.

ასეა თუ ისე, ამ სიტუაციიდან ოლიმპიადის მასპინძლებმა სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანონ და შეეცადონ, მომავალში ასეთი გაუგებრობები თავიდან აიცილონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული